სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა - თქვენი სიმშვიდე ჩვენი პრიორიტეტია.
მოგზაურობისას თქვენი მთავარი მოვალეობა არის დასვენება, თავგადასავლები და ახალი ადგილების აღმოჩენა — დანარჩენ დეტალებზე ვზრუნავთ ჩვენ, რომ თქვენ თავი იგრძნოთ კომფორტულად და უსაფრთხოდ. იაფი ავიაბილეთების შეძენასთან ერთად აუცილებელია,რომ მოგზაურობაც დაცული იყოს. მოულოდნელი სიტუაციებისგან თავდასაცავად გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევას, რომელიც მოგზაურობის დროს წარმოქმნილ ჯანმრთელობის პრობლემებს სრულად დაფარავს.
სამოგზაურო დაზღვევა თქვენი მშვიდი დასვენების გარანტია — ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მხოლოდ მცირე დეტალად იქცევა, ხოლო მთავარი, მოგზაურობის ეიფორია – თქვენთან რჩება.
გაითვალისწინეთ: ევროპულ ქვეყნებში საზღვრის გადაკვეთა სამოგზაურო დაზღვევის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, მიუხედავად სავალდებულო მოთხოვნისა, მას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან გაუთვალისწინებელი შემთვევებისგან არავინაა დაზღვეული.
სამოგზაურო დაზღვევა ფარავს:
. სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;
. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
. გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება;
. გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია.
რა არის სამოგზაურო დაზღვევა?
- საზღვარგარეთ მოგზაურობისას, გარკვეული ქვეყნები ვიზიტორებს ავალდებულებენ წარმოადგინონ დაზღვევა, რომელიც მოგზაურობის დროს შესაძლო რისკებს დაფარავს. სწორედ ამ ტიპის დაზღვევას ეწოდება “სამოგზაურო დაზღვევა”.
რატომ უნდა შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა?
- გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, მოულოდნელი ფინანსური ხარჯების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, აუცილებელი დოკუმენტების სიაში სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი ერთ-ერთია.
რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა?
- სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში.
რატომ უნდა შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა Frenebi.Ge-ზე?
- რადგან ჩვენ ორიენტირებულნი ვართ თქვენს კომფორტზე. ჩვენი გუნდი გაგიმარტივებთ სამოგზაურო დაზღვევის შეძენის პროცესს – სწრაფად, მარტივად და სანდოდ.
რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა?
- სამოგზაურო დაზღვევის ძირითადი ღირებულება არის 2 ლარი/დღე, რომელიც სრულად დაფარავს ჯანმრთელობისთვის გადაუდებელ სიტუაციებს. თუმცა, არსებობს უფრო ძვირადღირებული პაკეტები, რომელიც დააზღვევს თქვენი ბარგის დაზიანება/დაკარგვას და ასევე, გადადებულ/დაგვიანებულ ფრენას.