იაფი ფრენები

- ₾ GEL
- $ USD
პოპულარული მიმართულებები
ტურები
ფუკეტი, ტაილანდი / Phuket, Thailand – ინდ. ტური
ბერლინი, გერმანია / Berlin, Germany – ინდ. ტური
ბრიუსელი, ბელგია / Brussels, Belgium – ინდ. ტური
გოა, ინდოეთი / Goa, India – ინდ. ტური
ბუდაპეშტი, უნგრეთი / Budapest, Hungary – ინდ. ტური
ათენი, საბერძნეთი / Athens, Greece – ინდ. ტური
დუბაი / Dubai – ინდ. ტური
შარმ ელ-შეიხი, ეგვიპტე / Sharm El-Sheikh, Egypt – ინდ. ტური
ავიაკომპანიები
ხშირად დასმული კითხვები
ბილეთის დაჯავშნისა და შესაძენად, ზოგადად საჭიროა:
- მგზავრის სახელი და გვარი (ზუსტად ისე, როგორც მითითებულია პასპორტში); - დაბადების თარიღი; - საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა); - საჭიროებისამებრ – პასპორტის ნომერი (ზოგიერთ ავიაკომპანიას სჭირდება უშუალოდ დაჯავშნისას)
- იმისათვის, რომ თავი აარიდოთ დამატებით სტრესს ან რეისზე დაგვიანებას, საუკეთესო პრაქტიკაა აეროპორტში მისვლა ფრენამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე, განსაკუთრებით საერთაშორისო მარშრუტების შემთხვევაში.
- თუ გაქვთ კითხვები კონკრეტული ავიაკომპანიის ან აეროპორტის წესებთან დაკავშირებით — ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ დეტალური ინფორმაციის მოძიებაში და მოგაწოდოთ ზუსტი რეკომენდაციები.
ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები:
- შეგახსენებენ რეგისტრაციის გახსნის დროს (ონლაინ ან აეროპორტში); - საჭიროების შემთხვევაში თქვენს ნაცვლადაც გაივლიან Check-in-ს ონლაინ; - გამოგიგზავნიან ჩასხდომის ბარათს (Boarding Pass) ელექტრონულად ან ბეჭდური სახით;
ბარგის წაღების წესები და ლიმიტები დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, ბილეთის ტიპზე და მარშრუტზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მგზავრობამდე წინასწარ გადაამოწმოთ დეტალები თქვენი რეისის მიხედვით.
ვიზის საჭიროება დამოკიდებულია მიმართულებასა და ქვეყნის მოთხოვნებზე. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ სავიზო განაცხადის შევსებასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, რათა თქვენი მოგზაურობა მაქსიმალურად მარტივი და უსაფრთხო იყოს.
სამოგზაურო დეკლარაციის შევსების საჭიროება დამოკიდებულია მიმართულებასა და ქვეყანაში მოქმედ წესებსა და მოთხოვნებზე. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ზუსტად დაადგინოთ, გაქვთ თუ არა წინასწარი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, აგიხსნათ პროცესი და საჭიროების შემთხვევაში მოგიმზადოთ ყველა აუცილებელი დოკუმენტი.
რა თქმა უნდა, შეიძლება! თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ ავიაკომპანიას ინდივიდუალური წესები და მოთხოვნები აქვს ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გადაამოწმოთ კონკრეტული ავიახაზის რეგულაციები.
ჩვენ გთავაზობთ ტრანსფერების ორგანიზებას ნებისმიერ ქვეყანაში აეროპორტიდან სასტუმრომდე (ან სხვა შერჩეულ ლოკაციამდე) და უკან. ჩვენი გამოცდილი გუნდი და სანდო პარტნიორები უზრუნველყოფენ ტრანსფერის სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ მომსახურებას, რათა თქვენი მოგზაურობა დაიწყოს მაქსიმალური სიმშვიდით.
- მოგზაურობისას ბარგის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე სტრესული შემთხვევაა, მაგრამ ჩვენთან ერთად თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენი გუნდი მოაგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას თქვენ მიერ მოწოდებული დეტალების საფუძველზე; - დაეკონტაქტება შესაბამის ავიახაზს; - და მაქსიმალურად შეეცდება ბარგის უსაფრთხოდ დაბრუნებას მის საბოლოო ადრესატამდე;
იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიამ რეისი გააუქმა, ისინი ვალდებულები არიან შემოგთავაზონ სრული ანაზღაურება, ან ალტერნატიული ფრენა იგივე მიმართულებით, რაც შეიძლება მალე. შესაძლებელია ბილეთის ღირებულების შესაბამისი ქულები ან ვაუჩერი გადმოგეცეთ, რაც საშუალებას მოგცემთ მითითებულ ვადაში (მაგ.: 1 წლის განმავლობაში) შეიძინოთ ალტერნატიული ბილეთი, თუნდაც სხვა მიმართულებით.
თუ რეისი გაუქმდა და ამის შესახებ არ გამოგიგზავნეს შეტყობინება მინიმუმ 14 დღით ადრე და გაუქმება არ იყო გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებებით (მაგ.: ცუდი ამინდი, სტიქიური უბედურება, ტერორიზმის საფრთხე და ა.შ), შესაძლებლობა გაქვთ მოითხოვოთ დამატებითი კომპენსაცია.
თუ ლოდინი გიწევთ დიდხანს, შესაძლოა ავიახაზებმა უზრუნველყონ საკვები, სასტუმრო და ტრანსპორტირება.
ფრენის გაუქმების, გადადების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზად არის, რომ გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება, დაგეხმაროთ საჭირო დოკუმენტაციის სწორად შევსებაში და თქვენს ნაცვლად მოითხოვონ ავიაკომპანიის წესების შესაბამისად გათვალისწინებული კომპენსაცია, თქვენი კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე.
რატომ FRENEBI.GE ?!
1000+ ავიაკომპანია ერთ პლატფორმაზე
იაფი ავიაბილეთები და სპეციალური შეთავაზებები
ბილეთების დაჯავშნა ონლაინ - სწრაფად და მარტივად