wizz-air-kutaisidan-bratislavas-mimartulebit-axal-pirdapir-frenebs-iwkebs

Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით ახალ პირდაპირ ფრენებს იწყებს

ფრენები
სასტუმროები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ ერთ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისი – ბრატისლავას პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ახალი მიმართულება ტურისტებისთვის არის შესაძლებლობა, აღმოაჩინონ სლოვაკეთის ისტორიული და კულტურულად მდიდარი დედაქალაქი ხელმისაწვდომ ფასად.

ფრენების განრიგი და დეტალები:

  • პირველი ფრენა: 12 იანვარი, 2026
  • სიხშირე: კვირაში 4-ჯერ:
    • ორშაბათი
    • ოთხშაბათი
    • პარასკევი
    • კვირა
  • თვითმფრინავი: Airbus A321neo – Wizz Air-ის ახალი თაობის, ენერგოეფექტური და კომფორტული საჰაერო ხომალდი;
  • ბილეთები: შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და ტურისტული კომპანიის საშუალებით;
  • საწყისი ფასი: 99 ლარი

ეს მიმართულება განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ბიუჯეტურ შესაძლებლობებს ევროპის შუაგულში სამოგზაუროდ.

ქვემოთ მოცემულია იაფი ავიაბილეთების ცხრილი ქუთაისი – ბრატისლავას მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 აგვისტო 202624 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 518 - დან
23 აგვისტო 202626 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 030 - დან
24 აგვისტო 20261 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 873 - დან
30 აგვისტო 20266 სექტემბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 761 - დან
1 სექტემბერი 20266 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 868 - დან
9 სექტემბერი 20269 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 956 - დან
13 სექტემბერი 202616 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 807 - დან
16 სექტემბერი 202623 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 709 - დან
21 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 550 - დან
27 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 616 - დან
29 სექტემბერი 20263 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 795 - დან
14 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 363 - დან
21 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 266 - დან
1 ნოემბერი 20263 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 317 - დან
3 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 404 - დან
4 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 371 - დან
6 ნოემბერი 20269 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 399 - დან
9 ნოემბერი 202614 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 352 - დან
24 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 374 - დან
9 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 323 - დან
10 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 450 - დან
17 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 413 - დან
18 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 602 - დან
24 დეკემბერი 20267 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 264 - დან
28 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 367 - დან
5 იანვარი 20279 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 390 - დან
25 თებერვალი 20272 მარტი 2027პირდაპირიWizz Airბილეთები 160 - დან

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი, სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, ახალ მარშრუტს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს:

“მოხარულნი ვართ, რომ ქუთაისიდან ჩვენს ქსელს ამ ახალი, საინტერესო კავშირით ვაფართოებთ. ეს მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ, კულტურით მდიდარ ქალაქს და კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის კავშირებს.”

ავიაკომპანია Wizz Air -ის ოპერირება საქართველოში

Wizz Air რჩება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. დღეს ავიაკომპანია 12 ქვეყნის 23 მიმართულებაზე ოპერირებს, მათ შორის ახლახან დამატებულ ლიონის მარშრუტზე. აგრეთვე, 2 დეკემბრიდან დაგეგმილია ქუთაისიდან ვენეციამდე პირდაპირი ფრენების დაწყება.

ავიაკომპანიის რეალური მასშტაბი კიდევ უფრო ნათლად აისახება სტატისტიკაში:

  • 2012 წლიდან დღემდე Wizz Air-მა საქართველოში თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა;
  • მხოლოდ 2025 წელს ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან შესრულდა 6,800 ფრენა;
  • შეთავაზებული ადგილების რაოდენობა: 1.8 მილიონი+;
  • მიღებული ჯავშნები: 1.5 მილიონი+;
  • ფრენების შესრულების მაჩვენებელი: 99.7% – ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში;

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობას და მის მზარდ როლს რეგიონულ დაბალბიუჯეტურ ჰაბად.

რას მოუტანს ახალი მიმართულება საქართველოს?

  • უფრო ფართო წვდომას შუა ევროპაზე;
  • ტურისტული ნაკადების ზრდას;
  • ბიზნეს და საგანმანათლებლო კავშირების გაფართოებას;

ბრატისლავა — თავისი მშვიდი ატმოსფეროთი, შუასაუკუნეების არქიტექტურითა და დუნაის სანაპიროს ულამაზესი ხედებით – ხდება კიდევ ერთი მიმზიდველი არჩევანი ქართველი მოგზაურებისთვის.