Wizz Air ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს
- ₾ GEL
- $ USD
ავიაკომპანია Wizz Air ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე განცხადებას ავრცელებს და ფრენების განრიგში ცვლილებებს აანონსებს. ირანში უსაფრთხოების მდგომარეობის ესკალაციის გამო კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, დროებით შეაჩეროს რეისები ისრაელის, დუბაის, აბუ დაბისა და ამანის მიმართულებით. აღნიშნული შეზღუდვა ძალაში იქნება 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით.
გარდა ამისა, ავიაკომპანიამ გადაამოწმა საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილი ფრენებიც და პრევენციული ზომების ფარგლებში ამ მიმართულებით რეისების შეჩერების ვადა ასევე 7 მარტამდე გაახანგრძლივა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მუდმივად აკვირდებიან რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და კოორდინაციაში არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საავიაციო უსაფრთხოების ორგანოებთან და სახელმწიფო უწყებებთან. მათი განცხადებით, მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, რის გამოც ოპერაციული გადაწყვეტილებები საჭიროების შესაბამისად რეგულარულად გადაიხედება.
მგზავრებს, რომელთა ფრენებსაც ეს ცვლილებები შეეხო, ავიაკომპანია ინდივიდუალურად დაუკავშირდება და მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო ალტერნატივების შესახებ. კომპანია ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობას უხდის მგზავრებს გაგებისა და თანამშრომლობისთვის.


