kanadis-viza

კანადის ვიზა

ფრენები
სასტუმროები

კანადა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომელიც გამოირჩევა ცხოვრების მაღალი დონით, ბუნების სილამაზით და სტუმართმოყვარე გარემოთი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და კანადა ვიზალიბერალიზაციით არ სარგებლობენ, საქართველოს მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი საკონსულოში და ვიზის სახით მიიღონ მოგზაურობის უფლება. 

სად კეთდება კანადის სავიზო განაცხადი?

კანადის ვიზის მიღების პროცესი მიმდინარეობს სრულად ონლაინ, ოფიციალური საიტის საშუალებით IRCC-ზე. განაცხადის შევსების შემდეგ, საჭირო ხდება ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა. საქართველოში ბიომეტრიული მომსახურება ხორციელდება ვიზის განაცხადთა ცენტრში (VAC), რომელიც მდებარეობს თბილისში — „VFS Global“-ის ოფისში. სწორედ იქ უნდა გამოცხადდეს აპლიკანტი ბიომეტრიის ჩასაბარებლად და საჭირო დოკუმენტების დასადასტურებლად. ვიზიტის დაჯავშნისა და ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარების შემდეგ, თქვენი პასპორტი ანკარის საკონსულოში გადაიგზავნება.

კანადის ვიზის აღების პროცესი:

განაცხადისთვის აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • სააპელაციო ფორმის შევსება;
  • საჭირო დოკუმენტების მომზადება და ატვირთვა;
  • სავიზო მოსაკრებლის გადახდა;
  • VFS Global-ის ოფისში ანაბეჭდების აღება;
  • პასპორტის გადაგზავნა საკონსულოში;
  • პასუხი ვიზაზე.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • მოგზაურობის დოკუმენტაცია;
  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით);
  • დასაქმების შესახებ დოკუმენტები;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • ფინანსური მდგომარეობა;
  • ოჯახური მდგომარეობა;
  • ფოტო;
  • დროებითი ან მუდმივი განთავსების ადგილი;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტები.

ქვემოთ მოცემულია იაფი ავიაბილეთების ცხრილი კანადის მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ივლისი 202629 ივლისი 20262 ᲒაჩერებაBritish Airwaysბილეთები 3 492 - დან
31 ივლისი 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysბილეთები 2 966 - დან
13 აგვისტო 202614 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 3 359 - დან
18 აგვისტო 202625 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polishბილეთები 2 639 - დან
20 აგვისტო 202620 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 2 539 - დან
1 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaბილეთები 2 377 - დან
10 მაისი 202724 მაისი 20272 ᲒაჩერებაAustrian Airlinesბილეთები 2 184 - დან

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია:

  • აუცილებელია, რომ განაცხადი შევსებული იყოს სრული სიზუსტით, ხოლო ყველა საჭირო დოკუმენტი — სრულად ატვირთული;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტის ვადა მოქმედებს დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში;
  • მნიშვნელოვანია, რომ განაცხადში იყოთ გულწრფელი და მოერიდოთ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას;
  • იყავით მზად დამატებითი კითხვებისთვის, თუ სასაზღვრო სერვისების სააგენტოს ოფიცერი ჩაგეკითხებათ.
  • გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია, რომ ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე 1 წლით ადრე;
  • ქონების დამადასტურებელი ინფორმაციის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის განყოფილებიდან.

გაითვალისწინეთ: განაცხადი, რომელიც არ შეიცავს ჩამოთვლილ ყველა დოკუმენტს, საკონსულო არ მიიღებს.

Frenebi.ge გთავაზობთ სრულ სავიზო მომსახურებას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ Facebook გვერდზე.