იაფი ფრენები ჰამბურგში
- ₾ GEL
- $ USD
ჰამბურგი – ქალაქი ჩრდილოეთ გერმანიაში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული დანიშნულება. ჰამბურგი განთქმულია თავისი არქიტექტურული მრავალფეროვნებით, წყლის არხებით, კულტურული სივრცეებითა და თანამედროვეობით, რომელიც პირველივე წუთებიდან იგრძნობა. ჰამბურგი განსხვავებული ევროპული ენერგიის მატარებელია – მშვიდი და თანამედროვე, ამავდროულად, აქტიური და ისტორიული ფესვებით სავსე.
ტურისტებისთვის ჰამბურგში გამოსარჩევია ელის ფელჰარმონიის საკონცერტო დარბაზი (Elbphilharmonie) – თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, საიდანაც ქალაქისა და პორტის ხედები განსაკუთრებულად ლამაზია. ასევე მნიშვნელოვანი ადგილია სპაიქერშტადტი (Speicherstadt) — ისტორიული საწყობების კვარტალი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და ქალაქის პორტული სულის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. აქ ერთდროულად ნახავთ კულტურას, გასართობ სივრცეებსა და ადგილობრივ ცხოვრების სტილს.
ჰამბურგი ასევე ცნობილია თავისი გასტრონომიითა და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნებით. ქალაქის მარკეტები, კაფეები და რესტორნები მოგზაურებს გთავაზობენ როგორც ტრადიციულ გერმანულ კერძებს, ისე თანამედროვე ევროპულ ხემსს.
დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ჰამბურგში და გაეცანით ქალაქს, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ურბანულ სტილსა და ზღვისპირა ყოველდღიურობას.
რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ჰამბურგში?
ჰამბურგში მოგზაურობას შეძლებთ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდანაც. ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არის მხოლოდ ქუთაისიდან.
თბილისიდან ჰამბურგში ავიაბილეთების ღირებულება იწყება 239 ლარიდან და ავიარეისებს ასრულებს: Easyjet, Pegasus, Aegean Airlines და სხვა ავიაკომპანიები.
ქუთაისიდან ჰამბურგის მიმართულებით არის პირდაპირი ფრენები. ავიაბილეთების ღირებულება იწყება 121 ლარიდან და ფრენებს ასრულებს: Wizz Air.
რაც შეეხება ბათუმს, ბათუმიდან ჰამბურგში ფრენები არის მხოლოდ გადაჯდომით. ავიაბილეთების ფასი იწყება 394 ლარიდან და ფრენებს ასრულებს: Pegasus, Turkish Airlines და სხვა ავიაკომპანიები.
ქვემოთ მოცემულია იაფი ავიაბილეთების ცხრილი ჰამბურგის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
| გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
|---|---|---|---|---|
| 20 თებერვალი 2026 | 7 მარტი 2026 | 1 Გაჩერება | ბილეთები 539 - დან | |
| 25 თებერვალი 2026 | 7 მარტი 2026 | 1 Გაჩერება | ბილეთები 675 - დან | |
| 13 მაისი 2026 | 15 ივნისი 2026 | 1 Გაჩერება | ბილეთები 710 - დან |
| გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
|---|---|---|---|---|
| 18 თებერვალი 2026 | 18 თებერვალი 2026 | 2 Გაჩერება | ბილეთები 945 - დან | |
| 24 თებერვალი 2026 | 24 თებერვალი 2026 | 2 Გაჩერება | ბილეთები 528 - დან | |
| 28 თებერვალი 2026 | 14 მარტი 2026 | პირდაპირი | ბილეთები 387 - დან | |
| 28 ნოემბერი 2026 | 30 ნოემბერი 2026 | 2 Გაჩერება | ბილეთები 634 - დან |
| გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
|---|---|---|
| 12 თებერვალი 2026 | 1 Გაჩერება | ბილეთები 979 - დან |
ჰამბურგის საუკეთესო გამოცდილება





