Flydubai-ის სიახლეები – უფასო კვება და გართობის სისტემა
- ₾ GEL
- $ USD
დუბაის წამყვანი ავიაკომპანია Flydubai მგზავრობის გაუმჯობესებისკენ რევოლუციურ ნაბიჯს დგამს. კომპანიის განცხადებით, 2025 წლის ნოემბრიდან ყველა ეკონომიკურ კლასის ბილეთში შევა უფასო კვება და ბორტზე გასართობი სისტემა, რაც ავიაციის სფეროში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.
flydubai-ის მიზანია არა მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი ფრენების შეთავაზება, არამედ მგზავრობის ისეთი ხარისხის უზრუნველყოფა, რომელიც კომფორტსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს აერთიანებს. ამ ცვლილებით, ეკონომკლასის მგზავრებიც შეძლებენ ისიამოვნონ ფრენით — მიიღონ სხვადასხვა ტიპის კერძები და ისარგებლონ ბორტზე განთავსებული თანამედროვე გასართობი სისტემებით.



გარდა ამისა, ავიაკომპანია ინვესტირებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ფლოტის განახლებაში, რომ მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს ცვლილება ხაზს უსვამს flydubai-ს ზრდასა და განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონალურ და საერთაშორისო მიმართულებებზე, სადაც კონკურენცია მუდმივად იზრდება.
ახალი მიდგომა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ flydubai მუდმივად ცდილობს მგზავრებს შესთავაზოს მეტი, ვიდრე უბრალოდ ფრენა — ეს არის კომფორტული, ხარისხიანი და პოზიტიური მოგზაურობის გამოცდილება.
| დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
|---|---|---|---|---|
| დუბაი | 7 იანვარი 2026 | 9 იანვარი 2026 | ბილეთები 1 166 - დან |