ევროპული ავიაკომპანიები „მწვანე რეგულაციების“ გადახედვას ითხოვენ
- ₾ GEL
- $ USD
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ და ნავთობზე ფასების ზრდამ ევროპული ავიაციის სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. გაზრდილი საოპერაციო ხარჯების ფონზე, წამყვანი ავიაკომპანიები ევროკავშირის ეკოლოგიური რეგულაციების გადახედვას ითხოვენ.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისეთი მსხვილი ავიაგადამზიდავების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა Air France-KLM, Ryanair, Lufthansa, easyJet და International Airlines Group, ყურადღება გაამახვილეს იმ სირთულეებზე, რომლებიც ე.წ. „მწვანე პოლიტიკის“ განხორციელებას ახლავს.
საუბარია ევროკავშირის ინიციატივაზე – ReFuelEU Aviation – რომელიც ავიაკომპანიებს ავალდებულებს ეტაპობრივად გაზარდონ ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის (SAF/eSAF) გამოყენება. აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს ავიაციის სექტორის მიერ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ნავთობზე დამოკიდებულების ეტაპობრივ შემცირებას.
ავიაკომპანიების განცხადებით, არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ართულებს ამ მიზნების სწრაფად შესრულებას. მათი თქმით, ბაზარზე სუფთა საწვავის დეფიციტი შეინიშნება, ხოლო მისი ფასი ტრადიციულ საწვავთან შედარებით გაცილებით მაღალია. შედეგად, იზრდება ბილეთების ფასიც, რაც მომხმარებელზეც პირდაპირ აისახება.
სექტორის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპული რეგულაციები მათ არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა რეგიონების ავიაკომპანიებთან შედარებით. მათი შეფასებით, აზიურ და ახლო აღმოსავლურ გადამზიდავებს მსგავსი შეზღუდვები არ აქვთ, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.
მიუხედავად კრიტიკისა, ეკოლოგიური ორგანიზაციები და სუფთა საწვავის მწარმოებლები რეგულაციების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. მათი პოზიციით, „მწვანე დღის წესრიგი“ აუცილებელია გრძელვადიანი მდგრადობისთვის და ავიაციის სექტორის ეკოლოგიური გავლენის შესამცირებლად.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიები სრულად არ უარყოფენ ეკოლოგიურ მიზნებს, თუმცა ითხოვენ რეგულაციების უფრო მოქნილად განხორციელებას – მათ შორის, ვადების გადახედვასა და ფინანსური წნეხის შემცირებას.
ქვემოთ მოცემულია იაფი ავიაბილეთების ცხრილი ქუთაისის აეროპორტიდან
| დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
|---|---|---|---|---|
| ალმაატა | 27 აგვისტო 2026 | 31 აგვისტო 2026 | ბილეთები 649 - დან | |
| ათენი | 20 მაისი 2026 | 21 მაისი 2026 | ბილეთები 196 - დან | |
| ბარსელონა | 22 ოქტომბერი 2026 | 24 ოქტომბერი 2026 | ბილეთები 403 - დან | |
| ბერლინი | 29 აპრილი 2026 | 6 მაისი 2026 | ბილეთები 421 - დან | |
| ბრიუსელი | 11 მარტი 2027 | 14 მარტი 2027 | ბილეთები 278 - დან |


