ავიაბილეთები იაფად: Wizz Air გაზაფხულს მასშტაბური ფასდაკლებით ხვდება
- ₾ GEL
- $ USD
Wizz Air 2026 წლის გაზაფხულს განსაკუთრებული შეთავაზებით ხვდება და მგზავრებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებას სთავაზობს. 17-18 მარტს, მხოლოდ 48 საათის განმავლობაში, შერჩეულ მიმართულებებზე ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია 20%-მდე ფასდაკლებით.
აქცია მოიცავს 1 მილიონზე მეტ ბილეთს და ვრცელდება ავიაკომპანიის თითქმის მთელ ქსელზე, ხოლო შეძენილი ბილეთებით მოგზაურობა შესაძლებელია 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე.
მიმართულებების ფართო არჩევანი
Wizz Air-ის მიმდინარე საზაფხულო განრიგი ავიაკომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და 1000-ზე მეტ მარშრუტს მოიცავს. ფასდაკლების ფარგლებში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ იაფი ავიაბილეთები და იმოგზაურონ ევროპის მრავალ მიმართულებაზე.
კომპანიის წარმომადგენლის, სალვატორე იმპერიალეს განცხადებით, აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს მოგზაურობის დაგეგმვის გამარტივებას და მომხმარებლებისთვის მეტი არჩევანისა და მოქნილობის შეთავაზებას.
გეგმების ცვლილების შემთხვევაში, Wizz Air მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. WIZZ Flex-ის საშუალებით, მგზავრებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ შეცვალონ ან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმონ ფრენა, ხოლო თანხა Wizz კრედიტის სახით დაიბრუნონ.
დღეს Wizz Air ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა ევროპაში. მისი ფლოტი შედგება Airbus A320 და A321 ტიპის 260 თვითმფრინავისგან, ხოლო 2025 წელს კომპანიამ 63 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
ავიაკომპანია ასევე აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების მიმართულებით და ბოლო წლებში არაერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო გარემოზე ზემოქმედების შემცირების კუთხით.
ქვემოთ მოცემულია ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებაზე ხელმისაწვდომი ავიაბილეთების ცხრილი.
| დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ბილეთების პოვნა |
|---|---|---|---|
| ლარნაკა | 9 დეკემბერი 2026 | 16 დეკემბერი 2026 | ბილეთები 118 - დან |
| პოზნანი | 19 ნოემბერი 2026 | 24 ნოემბერი 2026 | ბილეთები 146 - დან |
| ვარშავა | 19 ნოემბერი 2026 | 25 ნოემბერი 2026 | ბილეთები 151 - დან |
| სალონიკი | 31 იანვარი 2027 | 8 თებერვალი 2027 | ბილეთები 174 - დან |
| ათენი | 2 დეკემბერი 2026 | 9 დეკემბერი 2026 | ბილეთები 186 - დან |
| მილანი | 25 დეკემბერი 2026 | 15 იანვარი 2027 | ბილეთები 189 - დან |
| კატოვიცა | 3 დეკემბერი 2026 | 8 დეკემბერი 2026 | ბილეთები 207 - დან |


