Air-china

Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ ავიარეისებს იწყებს

ფრენები
სასტუმროები

საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის საჰაერო კავშირი ახალ ეტაპზე გადადის — საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩინურ ავიაკომპანია Air China-ს ნებართვა მიანიჭა თბილისსა და პეკინს შორის რეგულარული რეისების განხორციელებაზე. გადაწყვეტილება სააგენტოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი.

ახალი მიმართულება ოპერირებას დაიწყებს 2024 წლის 2 დეკემბრიდან, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, ჩინეთის დედაქალაქში გადაადგილება უფრო მარტივად და კომფორტულად დაგეგმონ. ფრენები შესრულდება ურუმჩის გავლით, კვირაში ორჯერყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ახალი საჰაერო ხაზი საქართველო–ჩინეთის ურთიერთობებს გააძლიერებს, ხელს შეუწყობს ტურისტული და ბიზნეს სექტორის გაფართოებას და ორი ქვეყნის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 დეკემბერი 202516 დეკემბერი 2025Air Chinaბილეთები 1 454 - დან
6 იანვარი 202613 იანვარი 2026Air Chinaბილეთები 1 363 - დან
10 თებერვალი 202624 თებერვალი 2026Air Chinaბილეთები 1 490 - დან

მიუხედავად იმისა, რომ პეკინის მიმართულება სიახლეა, Air China საქართველოს ბაზრისთვის უცხო ავიაკომპანია არ არის. კომპანიამ ოპერირება 2024 წლის დეკემბერში დაიწყო და უკვე ახორციელებს რეისებს თბილისი–ურუმჩის-თბილისის მიმართულებით, (კვირაში ორჯერ)

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში Air China-მ 25-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც აშკარად მიუთითებს ბაზრის მზარდ ინტერესსა და მოთხოვნაზე.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

  • ყალიბდება პირდაპირი და სტაბილური საჰაერო კავშირი ჩინეთის დედაქალაქთან;
  • იზრდება ტურიზმის, ბიზნესისა და საგანმანათლებლო გაცვლების პოტენციალი;
  • აძლიერებს საქართველო–ჩინეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ თანამშრომლობას;
  • ტურისტებს, აზიის მიმართულებით, ექნებათ კომფორტული მოგზაურობის საშუალება ფრენის მეტი სიხშირის გამო.

Air China-ს ახალი რეისები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს საერთაშორისო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. პეკინის მიმართულების დამატება არა მხოლოდ გზებს ხსნის აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრთან, არამედ აძლიერებს ქვეყნის როლს რეგიონული ავიაციის ქსელში.