aviabiletebi-iafad-wizz-air-gazafxuls-masshtaburi-fasdaklebit-xvdeba

ავიაბილეთები იაფად: Wizz Air გაზაფხულს მასშტაბური ფასდაკლებით ხვდება

ფრენები
სასტუმროები

Wizz Air 2026 წლის გაზაფხულს განსაკუთრებული შეთავაზებით ხვდება და მგზავრებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებას სთავაზობს. 17-18 მარტს, მხოლოდ 48 საათის განმავლობაში, შერჩეულ მიმართულებებზე ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია 20%-მდე ფასდაკლებით.

აქცია მოიცავს 1 მილიონზე მეტ ბილეთს და ვრცელდება ავიაკომპანიის თითქმის მთელ ქსელზე, ხოლო შეძენილი ბილეთებით მოგზაურობა შესაძლებელია 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე.

მიმართულებების ფართო არჩევანი

Wizz Air-ის მიმდინარე საზაფხულო განრიგი ავიაკომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და 1000-ზე მეტ მარშრუტს მოიცავს. ფასდაკლების ფარგლებში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ იაფი ავიაბილეთები და იმოგზაურონ ევროპის მრავალ მიმართულებაზე.

კომპანიის წარმომადგენლის, სალვატორე იმპერიალეს განცხადებით, აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს მოგზაურობის დაგეგმვის გამარტივებას და მომხმარებლებისთვის მეტი არჩევანისა და მოქნილობის შეთავაზებას.

გეგმების ცვლილების შემთხვევაში, Wizz Air მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. WIZZ Flex-ის საშუალებით, მგზავრებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ შეცვალონ ან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმონ ფრენა, ხოლო თანხა Wizz კრედიტის სახით დაიბრუნონ.

დღეს Wizz Air ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა ევროპაში. მისი ფლოტი შედგება Airbus A320 და A321 ტიპის 260 თვითმფრინავისგან, ხოლო 2025 წელს კომპანიამ 63 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

ავიაკომპანია ასევე აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების მიმართულებით და ბოლო წლებში არაერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო გარემოზე ზემოქმედების შემცირების კუთხით.

ქვემოთ მოცემულია ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებაზე ხელმისაწვდომი ავიაბილეთების ცხრილი.

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026ბილეთები 76 - დან
ბრატისლავა26 იანვარი 202730 იანვარი 2027ბილეთები 164 - დან
სალონიკი6 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ბილეთები 177 - დან
პოზნანი28 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026ბილეთები 181 - დან
ათენი23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026ბილეთები 204 - დან
ვენეცია24 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026ბილეთები 215 - დან
მილანი4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027ბილეთები 223 - დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026ბილეთები 251 - დან
ვარშავა23 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026ბილეთები 256 - დან
რომი16 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026ბილეთები 278 - დან