wizz-air-kutaisidan-bratislavas-mimartulebit-axal-pirdapir-frenebs-iwkebs

Wizz Air ქუთაისიდან ბრატისლავას მიმართულებით ახალ პირდაპირ ფრენებს იწყებს

ფრენები
სასტუმროები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ ერთ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისი – ბრატისლავას პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ახალი მიმართულება ტურისტებისთვის არის შესაძლებლობა, აღმოაჩინონ სლოვაკეთის ისტორიული და კულტურულად მდიდარი დედაქალაქი ხელმისაწვდომ ფასად.

ფრენების განრიგი და დეტალები:

  • პირველი ფრენა: 12 იანვარი, 2026
  • სიხშირე: კვირაში 4-ჯერ:
    • ორშაბათი
    • ოთხშაბათი
    • პარასკევი
    • კვირა
  • თვითმფრინავი: Airbus A321neo – Wizz Air-ის ახალი თაობის, ენერგოეფექტური და კომფორტული საჰაერო ხომალდი;
  • ბილეთები: შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და ტურისტული კომპანიის საშუალებით;
  • საწყისი ფასი: 99 ლარი

ეს მიმართულება განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ბიუჯეტურ შესაძლებლობებს ევროპის შუაგულში სამოგზაუროდ.

ქვემოთ მოცემულია იაფი ავიაბილეთების ცხრილი ქუთაისი – ბრატისლავას მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 მაისი 20266 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 324 - დან
2 მაისი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 877 - დან
3 მაისი 20268 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 617 - დან
4 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 504 - დან
5 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 526 - დან
6 მაისი 202611 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 491 - დან
10 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 564 - დან
12 მაისი 202617 მაისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 572 - დან
23 მაისი 202626 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 581 - დან
3 ივნისი 202610 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 366 - დან
4 ივნისი 20266 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 589 - დან
7 ივნისი 202610 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 362 - დან
21 ივნისი 202628 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 477 - დან
23 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 658 - დან
25 ივნისი 202630 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 759 - დან
1 ივლისი 20265 ივლისი 2026პირდაპირიWizz Airბილეთები 488 - დან
19 ივლისი 202623 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 880 - დან
4 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 456 - დან
21 დეკემბერი 202621 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 068 - დან
16 იანვარი 202720 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 416 - დან

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი, სალვატორე გაბრიელე იმპერიალე, ახალ მარშრუტს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს:

“მოხარულნი ვართ, რომ ქუთაისიდან ჩვენს ქსელს ამ ახალი, საინტერესო კავშირით ვაფართოებთ. ეს მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ორ ისტორიულ, კულტურით მდიდარ ქალაქს და კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის კავშირებს.”

ავიაკომპანია Wizz Air -ის ოპერირება საქართველოში

Wizz Air რჩება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. დღეს ავიაკომპანია 12 ქვეყნის 23 მიმართულებაზე ოპერირებს, მათ შორის ახლახან დამატებულ ლიონის მარშრუტზე. აგრეთვე, 2 დეკემბრიდან დაგეგმილია ქუთაისიდან ვენეციამდე პირდაპირი ფრენების დაწყება.

ავიაკომპანიის რეალური მასშტაბი კიდევ უფრო ნათლად აისახება სტატისტიკაში:

  • 2012 წლიდან დღემდე Wizz Air-მა საქართველოში თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა;
  • მხოლოდ 2025 წელს ქუთაისის მიმართულებით და ქუთაისიდან შესრულდა 6,800 ფრენა;
  • შეთავაზებული ადგილების რაოდენობა: 1.8 მილიონი+;
  • მიღებული ჯავშნები: 1.5 მილიონი+;
  • ფრენების შესრულების მაჩვენებელი: 99.7% – ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში;

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობას და მის მზარდ როლს რეგიონულ დაბალბიუჯეტურ ჰაბად.

რას მოუტანს ახალი მიმართულება საქართველოს?

  • უფრო ფართო წვდომას შუა ევროპაზე;
  • ტურისტული ნაკადების ზრდას;
  • ბიზნეს და საგანმანათლებლო კავშირების გაფართოებას;

ბრატისლავა — თავისი მშვიდი ატმოსფეროთი, შუასაუკუნეების არქიტექტურითა და დუნაის სანაპიროს ულამაზესი ხედებით – ხდება კიდევ ერთი მიმზიდველი არჩევანი ქართველი მოგზაურებისთვის.