global-blue-saqartveloshi

Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

ფრენები
სასტუმროები

მსოფლიო ლიდერი კომპანია Global Blue, რომელიც Tax Free Shopping-ისა და გადახდის ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს, აქტიურად განიხილავს საქართველოს ბაზარზე შემოსვლას. აღნიშნული საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, სადაც მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა Global Blue-ს ვიცე-პრეზიდენტს ხალილ აჩკარს.

შეხვედრის მიზანი იყო კომპანიისთვის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და ერთი შეხედვით იმ მნიშვნელოვანი სექტორების შეფასება, სადაც Global Blue-ს ტექნოლოგიური და ოპერაციული გამოცდილება დამატებით ღირებულებას შექმნის.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი14 მაისი 202621 მაისი 2026Red Wingsბილეთები 476 - დან
ალმაატა7 ივლისი 202618 ივლისი 2026Air Astanaბილეთები 1 137 - დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Transaviaბილეთები 604 - დან
ანკარა16 მაისი 202621 მაისი 2026Ajetბილეთები 372 - დან
ათენი8 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceბილეთები 459 - დან
აბუ დაბი3 აგვისტო 20268 აგვისტო 2026Air Arabia Abu Dhabiბილეთები 1 012 - დან
ანტალია13 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026SunExpressბილეთები 486 - დან

რაში ეხმარება Global Blue მომხმარებელს?

1. თანხის დაზოგვა (Tax Free Shopping)

Global Blue-ს მთავარი უპირატესობა არის დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადის) დაბრუნება. ტურისტს, რომელიც ქვეყანაში არ ცხოვრობს, უფლება აქვს დაიბრუნოს გადასახადი იმ ნივთებზე, რომლებიც მოგზაურობისას შეიძინა. მაღაზია ავსებს სპეციალურ Tax Free ფორმას, ტურისტი მიდის აეროპორტის Global Blue-ს პუნქტში და თანხას იბრუნებს ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათზე, სწრაფად და მარტივად.

2. გამჭირვალე გადახდები (ვალუტის კონვერტაცია)

უცხოეთში ბარათით გადახდისას ხშირად ჩნდება პრობლემა — უცნობია, რა კურსით და რა საკომისიოთი მოხდება ჩამოჭრა. Global Blue მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნახოს, ზუსტად რა თანხას გადაიხდის საკუთარი ბარათის ვალუტაში. ამით თავიდან აიცილებს ბანკის ფარულ საკომისიოებსა და შექმნილ დისკომფორტს.

3. ციფრული კომფორტი

Tax Free პროცედურები ადრე მოითხოვდა ქაღალდების შეგროვებას, გასაფორმებელ დოკუმენტებს და ხანგრძლივ რიგებს. ახლა ეს პროცესი გამარტივდა: შეიქმნა მობილური აპლიკაცია და ციფრული ბარათები, შესაძლებელია შენაძენის ონლაინ კონტროლი და თანხის დაბრუნება სწრაფად, რიგის გარეშე. ასევე, Global Blue-ს ლოკაციების ნახვა.

4. პრემიუმ დონე – VIP სერვისები

მსოფლიოს უმსხვილეს მოდის ქალაქებში (პარიზი, ლონდონი, მილანი) Global Blue-ს აქვს კომფორტული VIP სალონები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ: ისარგებლონ Tax Free-თ ლაუნჯის პირობებში, დაისვენონ და მიიღონ პრემიუმ მომსახურება და თავიდან აირიდონ რიგები და ხანგრძლივი პროცედურები.

რა ნიშნავს Global Blue-ს შემოსვლა საქართველოსთვის?

კომპანიის შემოსვლით ქართულ ბაზარზე:

  • საქართველოში ჩამოსული ტურისტი შეძლებს VAT-ის სწრაფ და მარტივ დაბრუნებას;
  • გაიზრდება ტურისტების მიერ დახარჯული თანხა;
  • გაძლიერდება ადგილობრივი რითეილ სექტორი;

ეს ტენდენცია უკვე ჩანს ისეთ ქვეყნებში, სადაც Global Blue ოპერირებს — Tax Free სისტემა პირდაპირ ზრდის საცალო ვაჭრობის ბრუნვას და ტურიზმის ეკონომიკურ ეფექტს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ავიაციისთვის?

ტურიზმი, ავიაცია და რითეილ სექტორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია. Global Blue-ს შესაძლო შემოსვლა მკაფიო სიგნალია, რომ სასტუმროებისა და ავიაკომპანიების წარმატებას დღეს მხოლოდ ფასი აღარ განსაზღვრავს.
ერთნაირად მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, მომხმარებლების გამოცდილება და სანდოობა.

Global Blue-ის Tax Free სისტემები პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო მგზავრთა რაოდენობაზე და მათ მიერ დახარჯულ თანხაზე – რაც მნიშვნელოვან სარგებელს აძლევს როგორც ავიაკომპანიებს, ისე ქვეყნის ეკონომიკას.