ees-entry-system

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემა ამოქმედდა

ფრენები
სასტუმროები

რა არის EES?

  • EES (Entry/Exit System) – ევროკავშირის ახალი, ავტომატიზებული სისტემა, რომელიც შექმნილია ევროკავშირის (Schengen ზონის) გარე საზღვრებზე მგზავრების კონტროლისთვის. მისი მთავარი მიზანია საზღვრის კვეთის პროცესის გამარტივება და სრული კონტროლი. EES-ის ამოქმედების შემდეგ პასპორტებში ხელით შტამპის დასმის პროცესი გაუქმდება. სისტემა იმოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და სახმელეთო-გამშვებ პუნქტებში.
  • შესვლა/გასვლის სისტემა ოფიციალურად ამოქმედდება 2025 წლის 12 ოქტომბრიდან. სისტემის დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, ხოლო მისი სრული ათვისება დაგეგმილია 2026 წლის 10 აპრილისთვის. სისტემის სრულ ამოქმედებამდე, პასპორტში ხელით შტამპების დასმა გაგრძელდება, თუმცა საბოლოოდ ეს პროცესი გაუქმდება.

თავდაპირველად ქვეყნები ციფრული შემოწმების სისტემას გარკვეულ სასაზღვრო პუნქტებში შეიმუშავებენ. მაგალითად, ნიდერლანდებში სისტემა პორტებიდან დაინერგება, ხოლო ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში მისი ამოქმედება 3 ნოემბრიდან იგეგმება. გერმანიაში ბიომეტრიული მონაცემების შემოწმება დაიწყება დიუსელდორფის აეროპორტიდან, ხოლო ეტაპობრივად დაემატებიან ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიც.

შესვლა/გასვლის სისტემის ეტაპობრივ დანერგვას ევროპარლამენტმა 572 ხმით 8 ივლისს დაუჭირა მხარი, ხოლო 18 ივლისს ევროპულმა საბჭომ მიიღო შესაბამისი კანონი.

რომელ მონაცემებს შეიცავს EES?

  • საზღვრის კვეთის დრო და ადგილი (Entry & exit);
  • პირადი მონაცემები – სახელი, დაბადების თარიღი და სხვა;
  • ბიომეტრიული მონაცემები – თითის ანაბეჭდი და სახის ფოტოსურათი;

ქვემოთ მოცემულია იაფი ავიაბილეთების ცხრილი თბილისიდან (პირდაპირი რეისი)

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი18 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Red Wingsბილეთები 505 - დან
ალმაატა11 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026Air Astanaბილეთები 1 159 - დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20264 ოქტომბერი 2026Transaviaბილეთები 597 - დან
ანკარა28 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026Ajetბილეთები 446 - დან
ათენი24 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 2026Aegean Airlinesბილეთები 447 - დან

რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქართველმა მგზავრებმა?

  • ქართველი მოქალაქეები, რომლებიც გეგმავენ Schengen-ის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტს (≤90 დღე 180 დღეში), საიდენტიფიკაციო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.
  • ის მგზავრები, რომლებსაც უკვე აქვთ ევროკავშირის ან Schengen-ის ქვეყნებში მუდმივი საცხოვრებელი სტატუსი, ახალი სისტემა არ შეეხებათ.
  • საჭიროა გადაამოწმონ კონკრეტული Schengen-ის ქვეყნები იყენებენ თუ არა EES-ს და რომელ ტიპის მგზავრებს ეხება.
  • გაითვალისწინეთ სავარაუდო რიგები საზღვარზე, რადგან სისტემა ახალი დანერგილია და შესაძლებელია გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნას.