სამომხმარებლო ხელშეკრულება - Frenebi.ge - იაფი ავიაბილეთები

სამომხმარებლო ხელშეკრულება

ვებ-გვერდი Frenebi.ge წარმოადგენს უსაფრთხო ონლაინ პლატფორმას ავიაბილეთების შესაძენად. იგი იძლევა ინფორმაციას ავიაკომპანიების, რეისებისა და ბილეთის ფასების შესახებ (მონაცემები მოიპოვება და მუშავდება სხვადასხვა ავიაკომპანიების ოფიციალური საიტებიდან).

ვებ-გვერდზე სრულად არის დაცული მომხმარებლის კონფიდენციალურობა და მისი პირადი მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირს.

შპს „ფრენები“ არ წარმოადგენს არც ერთი ავიაკომპანიის საკუთრებას, შესაბამისად კომპანია იხსნის ყოველგვარ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას უშუალოდ ამა თუ იმ ავიაკომპანიის მხრიდან დაშვებულ შესაძლო დარღვევებზე, იქნება ეს: ფრენის გაუქმება, რეისის გადადება, ბარგის დაკარგვა, ელ-ფოსტაზე ბილეთის დაგვიანებით გამოგზავნა, ფინანსური ტრანზაქციების დროს წარმოქმნილი შეფერხებები, თუ სხვა …

ჩვენი კომპანია არ იღებს მოთხოვნას ბილეთის გაუქმების, დაბრუნების ან გადაცვლის შესახებ, არსებულ შემთხვევებში მომხმარებელმა ავიაკომპანიებთან კომუნიკაცია თვითონ უნდა აწარმოოს …

© ყველა უფლება დაცულია
იაფი ავიაბილეთები | FRENEBI.GE
სამომხმარებლო ხელშეკრულება ჩვენს შესახებ