turistuli-viza

ტურისტული ვიზები

ფრენები
სასტუმროები

ტურისტული ვიზა არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის საზღვარზე შესვლის უფლებას გაძლევთ კონკრეტული ვადით და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით – ტურიზმი, დასვენება, ექსკურსიები ან მეგობრების/ოჯახის მონახულება.
ტურისტული ვიზების პროცედურები განსხვავდება ქვეყნის მიხედვით, თუმცა მთავარი მოთხოვნები მსგავსია: სწორად შევსებული განაცხადი, ფინანსური უზრუნველყოფა და მოგზაურობის მკაფიო მიზანი.
სწორი დოკუმენტაცია და თანმიმდევრული ნაბიჯები მნიშვნელოვნად ზრდის ვიზის მიღების შანსს.

სად კეთდება სავიზო განაცხადი?

ტურისტული ვიზის განაცხადი ქვეყნების უმეტესობისთვის სრულდება:

ონლაინ – შესაბამისი სახელმწიფოს ოფიციალურ საიტზე, საელჩოში/საკონსულოში – დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენით ან ტურისტული კომპანიების დახმარებით. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ვიზის განაცხადთა ცენტრები (VAC / VFS Global), სადაც ხდება:

  • ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება;
  • დოკუმენტების გადამოწმება;
  • განაცხადის გადაგზავნა;

რა პროცედურაა საჭირო ვიზის მისაღებად:

  • მოთხოვნების გაცნობა: გადაამოწმეთ ქვეყნის ოფიციალური მოთხოვნები.
  • დოკუმენტების შეგროვება: მოამზადეთ ყველა საჭირო საბუთი ზუსტი ფორმატით.
  • განაცხადის შევსება: ონლაინ ან საკონსულოში.
  • სავიზო მოსაკრებლის გადახდა: ფიქსირებული თანხა, რომელიც თითოეულ ქვეყანას განსხვავებული აქვს.
  • ბიომეტრია (თუ საჭიროა): ფოტო და ანაბეჭდები.
  • განაცხადის განხილვა: შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.
  • პასუხის მიღება: ვიზის დამტკიცების შემთხვევაში მიიღებთ ბეჭდურ ვიზას ან ელექტრონულ დოკუმენტს (eVisa).

რა დოკუმენტებია საჭირო ტურისტული ვიზისთვის?

ტურისტული ვიზის ძირითადი მოთხოვნებია:

  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით);
  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • ფოტოსურათი (მოსთხოვნის შესაბამისად);
  • ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტები (ბანკის ამონაწერი);
  • დასაქმების შესახებ ცნობა ან შემოსავლის წყაროს დადასტურება;
  • მოგზაურობის გეგმა / ტურისტული მარშრუტი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ავიაბილეთების ჯავშანი (ყოველთვის არა, მაგრამ სასურველი);
  • სამგზავრო დაზღვევა;

ზუსტი ჩამონათვალი დამოკიდებულია ქვეყანაზე, მაგრამ ძირითადი, საბაზისო სტრუქტურა ერთნაირია. ამასთან, საელჩოს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით.

ქვემოთ მოცემულია იაფი ავიაბილეთების ცხრილი თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებაბილეთების პოვნა
ჟენევა13 ივლისი 2026ბილეთები 78 - დან
ანკარა3 თებერვალი 2026ბილეთები 94 - დან
სტამბოლი10 თებერვალი 2026ბილეთები 120 - დან
ლონდონი31 მარტი 2026ბილეთები 124 - დან
მილანი25 მარტი 2026ბილეთები 128 - დან
ერევანი15 თებერვალი 2026ბილეთები 141 - დან

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია:

  • დეტალურად შეამოწმეთ მოთხოვნები, რადგან ყველა ქვეყნის პირობები განსხვავებულია;
  • არასრული დოკუმენტაცია ყველაზე ხშირი მიზეზია უარყოფის შემთხვევაში;
  • განაცხადის შეტანა რეკომენდებულია მოგზაურობამდე მინიმუმ 3–6 კვირით ადრე;
  • გამოიყენეთ მხოლოდ რეალური ფინანსური და პირადი ინფორმაცია;
  • ბევრ ქვეყანაზე შესაძლებელია e-Visa, რაც პროცედურას მნიშვნელოვნად ამარტივებს;

გაითვალისწინეთ: განაცხადი, რომელიც არ შეიცავს ჩამოთვლილ ყველა დოკუმენტს, საკონსულო არ მიიღებს.

Frenebi.ge გთავაზობთ სრულ სავიზო მომსახურებას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ Facebook გვერდზე.