ჰოლანდია – Frenebi.ge – იაფი ავიაბილეთები

Category: ჰოლანდია

იაფი ავიაბილეთები ამსტერდამი

ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები, მორკალული ხიდები, არხის გასწვრივ მიწყობილი ველოსიპედები…ღამის ხმაურით დაღლილი ქალაქი გათენებისას მშვიდი და ცარიელია. რამდენიმე საათი და ყველაფერი შეიცვლება! ნესტიანი ჩიხები განათდება, ლუდის ბარები ქოლგებს გაშლიან, მწვანე არხებში თეთრი ნავები ატივტივდება; წელწვრილი ქერა გოგონები გამოჩნდებიან და ველოსიპედებს ააწკრიალებენ; შავკანიანი პერკუსიონისტები მაღაზიის ფასადებთან რიტმული მუსიკის დაკვრას დაიწყებენ; სწრაფი ტრამვაი კი ხმამაღალი საყვირით გაიკვლევს გზას…