aviakompania ajet

ანკარა-თბილისის პირდაპირი რეისები განახლდა

ფრენები
სასტუმროები

ერთწლიანი პაუზის შემდეგ თურქეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები აღდგა. ანკარა-თბილისის პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია AJet-ი შეასრულებს. ის Turkish Airlines-ის შვილობილი კომპანიაა და 2024 წლიდან უკვე ასრულებს სტამბოლი–თბილისი–სტამბოლის მიმართულებით ფრენებს. ახლა კი მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ანკარა-თბილისს შორის პირდაპირი რეისებით იმგზავრონ. მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს Boeing 737-800 და Airbus A320/A321 ტიპის თვითმფრინავები.

ავიაკომპანია AJet-ი ანკარა-თბილისის რეისებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს:

ორშაბათი;

სამშაბათი;

ხუთშაბათი;

შაბათი;

ქვემოთ მოცემულია თბილისი-ანკარა-თბილისის პირდაპირი რეისების ცხრილი:

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 დეკემბერი 202520 დეკემბერი 2025AJetბილეთები 404 - დან
12 იანვარი 202615 იანვარი 2026AJetბილეთები 337 - დან

პირველი რეისი საქართველოში

პირველი რეისით თბილისში ავიაკომპანია AJet-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი ჩამოვიდა. საინაუგურაციო ფრენის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა სპეციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი და თურქეთში საქართველოს ელჩი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და TAV Georgia-ს — თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლები.

ანკარა-თბილისის პირდაპირი რეისების დამატება არა მხოლოდ გაზრდის ტურისტების ნაკადს საქართველოში, არამედ ამარტივებს ბიზნეს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, ეკონომიკური პროექტებისა და შეხვედრების სწრაფად განხორციელების კუთხით. ამასთან, საშუალებას გვაძლევს მგზავრებს მათთვის ხელსაყრელი ვარიანტები შევთავაზოთ.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქს შორის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ, ასევე ახალი შესაძლებლობები ტურისტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ორ ქვეყანას შორის გადაადგილება სურს.

ახლა ანკარასა და თბილისს შორის მგზავრობა გაცილებით სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდა.