იაფი ავიაბილეთები ჰელსინკი
იაფი ავიბილეთები თბილისი - ჰელსინკი
გამგზავრების თარიღი | დაბრუნების დრო | გაჩერება | ავიაკომპანიები | ბილეთის ძებნა |
13.12.2019 |
13.12.2019 |
1 stop |
| |
12.01.2020 |
17.01.2020 |
1 stop |
| |
03.02.2020 |
07.02.2020 |
1 stop |
| |
15.06.2020 |
23.06.2020 |
1 stop |
|
იაფი ავიბილეთები ქუთაისი - ჰელსინკი
გამგზავრების თარიღი | დაბრუნების დრო | გაჩერება | ავიაკომპანიები | ბილეთის ძებნა |
28.12.2019 |
05.01.2020 |
1 stop |
| |
15.06.2020 |
22.06.2020 |
1 stop |
|
ჰელსინკი – ფინეთის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი 600 000 მაცხოვრებელით. ქალაქი თავის დამთვალიერებლებს სთავაზობს უამრავ ღირსშესანიშნაობებს, ხელოვნების მოყვარულები აუცილებლად უნდა ეწვიონ ხელოვნების მუზეუმ „ატენეუმს“, რომელიც გახლავთ ფინეთში უმნიშვნელოვანესი მუზეუმი, სადაც გამოფენილია 20 000-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს ისეთი სახელოვანი სახელები როგორებიცაა: აქსელი გალენ-კალელა, ჰუგო სიმბერგი და ალბერტა ედელფელტა ან მუნკი და ვან გოგი.
ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გროვდება „კაუპპატორის“ ბაზრის მოედანზე, რომელიც ქალაქის სახასიათო ადგილია და შესაძლებელია განსაკუთრებულ ადგილობრივ ატმოსფეროს შეუერთდეთ. აქ არის ბევრი სტენდი და პატარა დახლი, სადაც შესძლებთ ადგილობრივი სამზარეულოს დაჭაშნიკებას. მოედნის ცენტრში კი წამოჭიმულია გრანიტის ობელისკი, რომელიც ეძღვნება მეფე ნიკოლოზ I და დედოფალ ალექსანდრას.
ძალიან საინტერესო და სახასიათოა „ტემპელიაუკიოს“ ეკლესია, რომელიც მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, ხოლო მისი გუმბათი ეყრდნობა მრავალრიცხოვან ფანჯრებს, ასევე შესაძლებელია ეწვიოთ მიძინების ტაძარს, რომელიც დასავლეთ ევროპაში წარმოადგენს უდიდეს ბიზანტიურ სტილში შექმნილ მართლმადიდებლურ ტაძარს – მშვილდის ფორმის, თოთხმეტი ოქროს გუმბათით.
რეალურად ჰელსინკში ნამდვილი ტბები არ არსებობს, მაგრამ არის უამრავი დიდი თუ პატარა კუნძული, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდებით და ბორნებით. ორი ყველაზე დიდი და პოპულარული კუნძულია სუომენლინა და სეურასაარი. ბაზრის მოედნიდან სუომენლინამდე ბორნით შეიძლება 20 წუთში მიხვიდეთ. ფაქტობრივად ის წარმოადგენდა კუნძულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც იცავდა ქალაქს მტრის შემოსევებისაგან. ციხე სუომენლინა თავის მხრივ შესდგება მრავალ რიცხოვანი პატარა კუნძულებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხედებით და შესაძლებელია ფეხით გასეირნება. კუნძულზე თითქმის არ არის მანქანები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების ავტომანქანას. სუომენლინა არის ფინელი ახალგაზრდების საყვარელი ადგილი, რომლებიც ზაფხულის თბილ დღეებში აქ აწყობენ პიკნიკებს. ზამთარი აქ საკმაოდ ცივია და როცა ზღვა იყინება კუნძულამდე შესაძლებელია ფეხითაც მიხვიდეთ, ასევე კუნძულ სეურასაარმდეც შესაძლებელია 20 წთ-ში მიხვიდეთ. აქ ადგილობრივი მოსახლეობა არ არის და კუნძული წარმოდგენილია როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც დემონსტრირებულია ფინეთის სხვადახვა მხარეს მოპოვებული სახლები და ნავები.